სიხარულით წარმოგიდგენთ ჩვენს ბოლო პროექტს - დახვეწილ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მხარეშია წარმოდგენილი. ჩვენი პროექტი მაცხოვრებლებს ცხოვრების სტანდატრის ამაღლებას პირდება, რის მიღწევასაც უსაფრთხოებაზე, ესთეტიკურ სილამაზესა და ხარისხზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთებით აპირებს. შემოგვიერთდი მიზნის განხორციელებაში და ჩვენთან ერთად შექმენი დახვეწილობითა და სიმშვიდით გამორჩეული დასახლება ბუნების ჰარმონიაში.
წარმოსახვითი დიზანი: შექმენი შენი ოცნების სახლი
აში დეველოპმენტში გვჯერა, რომ ყველა სახლი ხელოვნების ნიმუში უნდა იყოს - ადგილია, სადაც ხარისხი კომფორტს ხვდება, სილამაზე კი - პრაქტიკულობას. სწორედ ამიტომ, ჩვენმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა შექმნეს სართულების გეგმა, რომელიც სივრცის მაქსიმალურ გამოყენებას, ბუნებრივ განათებასა და ხედების გამოჩენას უწყობს ხელს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძებ, მყუდრო კოტეჯს თუ თანამედროვე საცხოვრებელს, ჩვენი პროექტი ორივე ტიპის მაცხოვრებლების სურვილებს აკმაყოფილებს.
უკონკურენტო კეთილმოწყობა : ამაღლებული ცხოვრების ხარისხი
გამორჩეულ დიზაინებთან ერთად ჩვენი პროექტი უზრუნველყოფს თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესენასაც. საცურაო აუზებითა და ფიტნეს ცენტრებით დაწყებული, რეკრეაციული ზონებითა და სასეირნო ბილიკებით დასრულებული, ჩვენი პროექტი მოიცავს ყველა საჭირო ატრიბუტს ყველა ასაკის მაცხოვრებლისათვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
ეკოლოგიურად მდგრადი საცხოვრებელი: ბუნების შენარჩუნებული სილამაზე
აში დეველოპმენტში ყველა პროექტის დაგეგმვისა და აღსრულებისას დიდ ყურადღებას ვაქცევთ მდგრად განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ დღევანდელი მაცხოვრებლების, არამედ მომავალი თაობების ჯანსაღ მომავალსაც. მასალებისა და სამშენებლო მეთოდების შერჩევისას ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ გავლენას გარემოზე და ვცდილობთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელსაც ჩვენი პროექტი გარემოს მოუტანს. ამ ყველაფერს კი პროექტებში განახლებადი ენერგიის წყაროებისა და მწვანე სამშენებლო პრაქტიკების დაენერგვით ვახერხებთ.
პროექტის ადგილმდებარეობა | მიწის ნაკვეთი
სექტემბერი, 2024 წელი

მშენებლობის ადგილის მიმდინარე მდგომარეო ბა.

მშენებლობის ადგილის მიმდინარე მდგომარეობა.

მშენებლობის ადგილის მიმდინარე მდგომარეობა.

მშენებლობის ადგილის მიმდინარე მდგომარეობა.
ბრწყინვალე ადგილმდებარეობა: შეიგრძენი საქართველოს მთავარი ბენეფიტები
ლოკაციიდან გამომდინარე, ჩვენი პროექტი მაცხოვრებლებს თანამედროვეობისა და ბუნებრივი სილამაზის საუკეთესო ერთიანობას სთავაზობს. ტყეებით, მდელოებითა და წყაროებით შემოსაზღვრული ადგილი მაცხოვრებელს სასუალებას აძლევს, თავი დააღწიოს ქალაქის ხმაურს და თან მცირე მანძილით იყოს დაშორებული ქალაქის მთავარი საშოპინგო, სავახშმო და გასართობი ადგილებისაგან. ადგილმდებარეობა ხელსაყრელია როგორც გარე აქტივობების მოყვარული ადამიანებისათვის, ისე კულტურისა და გართობის ენთუზიასტებისთვის.
შემოგვიერთდი: არ გამოტოვო შანსი, იცხოვრო ყველაზე მწვანე ადგილას შენს ქალაქში
ჩვენი პროექტი განკუთვნილია როგორც მუდმივი საცხოვრებლისა და დასასვენებელი ადგილისათვის, ისე საინვესტიციო ქონებისათვისაც. დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი პროექტისა და ფასების შესახებ, ერთად ვაქციოთ თქვენი ოცნებები რეალობად.