top of page
Modern Kitchen

აში დეველოპმენტის შესახებ

აში დეველოპმენტში გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს წვდომას ხელმისაწვდომ და ეკოლოგიურად მდგრად საცხოვრებელ ადგილზე. განსაკუთრებული გამოცდილების შექმნის გამო, ვცდილობთ, ავაშენოთ სახლები, რომლებიც არა მხოლოდ მათი მაცხოვრებლების საჭიროებებს აკმაყოფილებს, არამედ პოზიტიურ გავლენას ახდენს იმ უბანზე, რომლის ნაწილიც ხდება. 

ჩვენი მისია

ჩვენი მისია მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანია - შევქმნათ ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილები, რომლებიც მათში მცხოვრები ადამიანებისა და ოჯახების ცხოვრებას უკეთესს გახდის. ჩვენ წარმოვიდგენთ სამყაროს, სადაც ყველას აქვს ადგილი, რომელსაც ეძახის სახლს - უსაფრთხო, კომფორტულ თავშესაფარს, სადაც მიიწევენ უკეთესი მომავლისკენ და ქმნიან განსაკუთრებულ მოგონებებს.

ინტერიერის დიზაინი
თანამედროვე შენობა

ჩვენი მიდგომა

აში დეველოპმენტში მშენებლობის მიმართ ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს, ვფოკუსირდებით მდგრადობაზე, ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების ჩართულობაზე. გვჯერა, რომ ამ ღირებულებების წინ წამოწევით შევძლებთ, შევქმნათ სახლები, რომლებიც არა მხოლოდ დღევანდელ საჭიროებებს აკმაყოფილებს, არამედ ქმნის უსაფრთხო მომავალს შემდეგი თაობებისთვისაც.

მდგრადი განვითარება

ჩვენი ყველა საქმიანობის მთავარი ღერძი მდგრადი განვითარებაა. დაწყებული გამოყენებული მასალებიდან, დამთავრებული მშენებლობის მეთოდებით, ვცდილობთ, მშენებლობის ყველა ეტაპზე შევამციროთ ნახშირბადის ნაკვალევი და ზიანი გარემოზე. ჩვენი სწრაფვა მდგრადი განვითარებისაკენ სცდება მშენებლობის ფაზას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსები აღჭურვილია ენერგო-ეფექტური ელემენტებით და მაცხოვრებელს ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებების მიღებისაკენ უბიძგებს.

pexels-pixabay-534247.jpg
pexels-ksenia-chernaya-5716775.jpg

ხელმისაწვდომობა

ბევრი ადამიანისათვის საცხოვრებელი სახლის შეძენისას ფასი მნიშვნელოვანი ბარიერია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყველასთვის ხელმისაწვდომი ალტერნატივების შექმნაა. ინოვაციური ფინანსური მოდელებისა და სტრატეგიული პარტნიორობები გვეხმარებიან, ფასის შემცირების პარალელურად შევინარჩუნოთ უმაღლესი ხარისხი. 

საზოგადოების ჩართულობა

აში დეველოპმენტში გვჯერა, რომ ძლიერი საზოგადოების საფუძველი თანამშრომლობა და მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტნიორებთან - ინდივიდუალურ პროფესიონალებთან, ბიზნესებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მათი უკუკავშირის მოსმენა და რჩევების გათვალისწინება გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტი უპასუხებს ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს.

pexels-athena-6782749.jpg
pexels-maria-orlova-4946672.jpg

გლობალური გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფესვები ადგილობრივია, ჩვენი ხედვა გლობალურ მასშტაბებს სწვდება. ჩვენს ქალაქში მიმდინარე პროექტების გარდა, აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში, რომლებიც ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილების კრიზისის გადაჭრას ცდილობს. ადგილობრივ მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვცდილობთ, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილების შექმნის ინოვაციური მიდგომა გავაცნოთ საზოგადოებებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

შემოგვიერთდი

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ - ადამიანი, ვინც სახლის შეძენაზე ფიქრობს, სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაცია თუ უბრალოდ ადამიანი, რომელიც ჩვენს მისიას იზიარებს - შემოგვიერთდი. ერთად შეგვიძლია, შევქმნათ სამყარო, რომელშიც ყველას აქვს საშუალება, ჰქონდეს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და მდგრადი საცხოვრებელი -  რადგან ჩვენთან, აში დეველოპმენტში, გვჯერა, რომ ყველას იმსახურებს ჰქონდეს ადგილი, რომელსაც სახლს დაუძახებს.

pexels-laura-tancredi-7078182.jpg
bottom of page